08:25 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 15:28:30, 1799 ნახვა

ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ჩატარებულ რეფორმებს და პროექტებს დადებითად აფასებს

„თბილისის აბრეშუმის ფორუმზე“  აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ვენჩაი ჟანგმა საქართველოში განხორციელებული პროექტები შეაფასა და მიღწევების შესახებ ისაუბრა:

„საქართველოს აქვს ძალიან დიდი მიღწევები, რაც  რეფორმების გატარებას და ზოგადად განვითარებას ეხება.  მინდა, მივულოცო  საქართველოს ყველა ეს მიღწევა. მე თვალყურს ვადევნებ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და ჩვენი ურთიერთობების განმტკიცებას.  ფორუმში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია,   მე წინა ფორუმსაც დავესწარი საქართველოში. მინდა პატივისცემა გამოვხატო საქართველოს მთავრობისადმი  იმ  მასპინძლობისთვის რომელიც ჩვენ გაგვიწია“, -განაცხადა  აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

ვენჩაი ჟანგის თქმით, 2016 წლიდანსაქართველო დიდ როლს ასრულებს იმ 11 ქვეყანასთან ერთად, ვისთანაც აზიის განვითარების ბანკი აქტიურად თანამშრომლობს: „2007 წელს საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრი გახდა და 10 წლის განმავლობაში 2,3 მილიარდი დოლარის  მობილიზება მოხდა სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად“.

ვენჩაი ჟანგის განცხადებით,  საქართველოში გაუმჯობესდა  ინფრასტრუქტურა და საჯარო სერვისებიგანვითარდა. ამასთან, აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტის თქმით, შემუშავდა ახალი ხედვა, რომლის მიზანია 2020-30 წლებში პარტნიორ ქვეყნებში  ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის და სხვა სექტორებში  მჭიდრო თანამშრომლობისჩამოყალიბება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics