|
2017-11-27 18:50:01, 2037 ნახვა
საზოგადოება
წლის სტარტაპერის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო
28 ნოემბრიდან შეგიძლიათ ხმა მისცეთ თქვენს ფავორიტ სტარტაპკომპანიას და მას ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებაში დაეხმაროთ. ხმის მიცემა სულ მალე დაიწყება ვებგვერდზე www.businessaward.ge, სადაც შეგიძლიათ იხილოთ პროექტში მონაწილე სტარტაპერების ჩამონათვალი და ხმა მისცეთ თქვენთვის სასურველს. ხმის მიცემა გაგრძელდება 6 დეკემბრის ჩათვლით. ერთ მომხმარებელს 24 საათში ერთხელ შეეძლება საკუთარი არჩევანის დაფიქსირება. „ბიზნესდაჯილდოება 2017" თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტია, რომელიც წელს უკვე მეორედ ტარდება. პროექტის მიზანი არსებული ბიზნესების მხარდაჭერა და ახალი ბიზნესების წამოწყების ხელშეწყობაა. წლევანდელ პროექტში 7 ნომინაციაში მონაწილეობა მიიღო 661-მა კომპანიამ, დამოუკიდებელმა ჟიურიმ უკვე შეარჩია ფინალისტები 6 ნომინაციაში. პროექტის გამარჯვებულები გალა ღონისძიებაზე 8 დეკემბერს გამოვლინდებიან. ხოლო, ნომინაციაში წლის სტარტაპერი გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება, რომლის მონაწილეც ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება გახდეს.
(R)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)