03:44 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 17:03:58, 1928 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სასწავლო ცენტრი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგებს ატარებს

„ევროკავშირის სამართალი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ - იუსტიციის სასწავლო ცენტრი საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგებს ატარებს. 


ტრენინგების ფარგლებში  ის საჯარო მოხელეები, რომლებიც მომხმარებელთა უფლებების შესახებ სამართლებრივი ჩარჩოს შექმნასა და კანონის აღსრულებაზე მუშაობენ,  მომხმარებელთა უფლებების სფეროში არსებულ ევროპულ სტანდარტებს, სიახლეებსა და გამოწვევებს ეცნობიან. თავის მხრივ, აღნიშნული სწავლება მნიშვნელოვანი კომპონენტია ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ეფექტიანობისთვის. 


ტრენინგები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპის ტრენინგს ადგილობრივი ექსპერტი ჩაატარებს, ხოლო მეორე ეტაპს გაუძღვებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექპერტები.  


ტრენინგები ტარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ევროკავშირის პროექტის − „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ − გრანტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება “. 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics