02:15 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-26 21:25:14, 2312 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში გამართული საბავშვო ევროვიზია რუსეთის წარმომადგენელმა მოიგო

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი პოლინა ბოგუსევიჩი გახდა სიმღერით Wings.

რუსმა კონკურსანტმა 188 ქულა მიიღო.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საბავშვო ევროვიზიის ფინალურ შოუზე ქართველი კონკურსანტი მეცხრე ნომრად გამოვიდა. გრიგოლ ყიფშიძე კონკურსზე სიმღერით „გულის ხმა“ წარდგა.

საბავშვო ევროვიზიის ფინალური შოუ 2016 წლის გამარჯვებულის, მარიამ მამადაშვილის სიმღერით „მზეო“ გაიხსნა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კონკურსის გახსნის ცერემონიაზე 16 ქვეყნის წარმომადგენელმა სპეციალურად დაწერილი ჰიმნი შეასრულა. საიუბილეო, საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და მასში 16 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics