02:12 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-25 12:32:40, 4821 ნახვა

საზოგადოება
„ლეო გრანდში“ მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ნაწილის ვინაობა ცნობილია

ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ნაწილის ვინაობა ცნობილია.

ხანძრის დროს რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა. მათგან 5 ადგილობრივი იყო: ზაურ აბულაძე, დათო ქამადაძე, მარად შანთაძე, როინ ჯოყილაძე და გიორგი ცინცაძე. ცინცაძეს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

კიდევ ერთი დაღუპული 22 წლის ბექა შატაკიშვილია, რომელიც გორიდან იყო. იგი ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარში მსახურობდა. მასთან ერთად დაიღუპა გიორგი მორთულაძე, რომელიც ასევე სტიქაროსანი იყო.

შეგახსენებთ, ხანძრის შედეგად სულ 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. დაშავებულებიდან სამი მეხანძრე მაშველია. საავადმყოფოებში ამ დროისთვის 8 დაშავებული რჩება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა“).

„ექსპრესნიუსის“ რედაქცია მომხდარი ტრაგედიის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics