16:19 - 04 Jul, 2026
|
2017-11-25 12:20:45, 2713 ნახვა
მსოფლიო
ეგვიპტეში, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა
ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე მეჩეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტერაქტის დროს სულ მცირე 100 ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს და ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მედიის ცნობით, ტერორისტებმა ლოცვის დროს მეჩეთში ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს, შემდეგ კი, ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც BBC წერს, ათამდე ტერორისტმა ცეცხლი გაუხსნა აფეთქების შემდეგ გადარჩენილ მოსახლეობას, რომელიც მეჩეთიდან გამოსვლას ცდილობდა. გარდა ამისა, წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილთა შორის 30 ბავშვია. ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა. ამასთან, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)