|
2017-11-25 10:58:31, 2252 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროპული ტრანსფორმაციის მოწინავე ქვეყანაა
„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგი და ვაპირებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-5 სამიტის მსვლელობისას, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა სამიტის უდიდეს პოტენციალსა და მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა შეკრებას საქართველოსთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან, სამომავლო გეგმების დასახვასთან ერთად, „საქართველო სამიტზე წარსდგა, როგორც წარმატებული და სამაგალითო ქვეყანა, რომლის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს მხარს უჭერს როგორც ევროკავშირი, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნები". როგორც მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველო მზად იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის და გახდეს ევროპული ტრანსფორმაციის მოწინავე ქვეყანა. „ამით საქართველომ თავისი ევროპული მომავლის უზრუნველყოფა უნდა შესძლოს", - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა. საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მე-5 სამიტში იღებს მონაწილეობას. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)