00:44 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 19:19:39, 2010 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საგარეო უწყება ეგვიპტეში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ჩრდილოეთ სინაის პროვინციაში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ქალაქ ბირ ალ-აბედში მდებარე მეჩეთზე  განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება მსოფლიოში ძალადობრივი ექსტრემიზმის აღმოფხვრა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ეგვიპტელ ხალხს და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ეგვიპტეში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 155-მდე გაიზარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics