|
2017-11-24 18:22:52, 1806 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: უშიშროების საბჭო გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან არანაირ კავშირში არ არის
„უშიშროების საბჭო არანაირ კავშირში არ არის ამ სპეცოპერაციასთან. მოქმედ კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ უშიშროების საბჭოს ფუნქცია არის თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა და ამ სფეროს მოწესრიგება",- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებისა და უშიშროების საბჭოს საჭიროების არ არსებობის შესახებ მიამიტურ განცდებს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციით პასუხი გაეცა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველაფრით სპეკულირება არ შეიძლება, მით უმეტეს, პრეზიდენტის მხრიდან. „სხვა სახელი ამას არ ჰქვია, რაც არის სამწუხარო. არანაირი კავშირი, არც მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, არ აქვს უშიშროების საბჭოს სპეცოპერაციებთან, რომელიც დაკავშირებულია, მაგალითად, თუნდაც ტერორიზმთან, ან სხვა რაიმე ტიპის საფრთხესთან",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, 1995 წლიდან, უშიშროების საბჭო ყოველთვის იყო პასუხისმგებელი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო სისტემაში უშიშროების საბჭო საფრთხეებისა და რისკების პრევენციის საკითხებით ვერ იქნება დაკავებული. „ერთი წელი მუშაობს უშიშროების საბჭო. რა განიხილა უშიშროების საბჭომ ისეთი საკითხი, რომლითაც შეიძლებოდა ასეთი საფრთხეების პრევენცია. უშიშროების საბჭოს არც დღეს არ აქვს არანაირი კომპეტენცია, რომ ასეთი საკითხებით დაკავდეს და ვერც ექნება-ეს არის მთავარი. ვერ ექნება იმიტომ, რომ ჩვენ ვმუშაობთ საპარლამენტო სისტემაში. საპარლამენტო სისტემაში უშიშროების საბჭო ვერ იქნება დაკავებული ისეთი საკითხებით, როგორიც არის მაგალითად, ასეთი რისკების პრევენცია. ეს უნდა ესმოდეს პრეზიდენტს. შეიძლება, ესმის კიდეც. მე უკვე ეჭვი მეპარება ყველაფერში. უბრალოდ, ის მუდმივად სპეკულირებს ასეთი თემებით",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)