00:39 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 17:52:27, 2729 ნახვა

საზოგადოება
თბილისში პირველი თოვლი მოვიდა

თბილისში პირველი თოვლი მოვიდა.

ამ დროისთვის თოვლი დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, მათ შორის გლდანში, მუხიანში, სანზონასა და დიდ დიღომში შეინიშნება.

როგორც „ექსპრესნიუსს“  გარემოს ეროვნული სააგენტოს  მონიტორინგისა და პროგნოზირების  ცენტრის  ჰიდრომეტეოროლოგიური  სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს თბილისში ღამის საათებში  ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიკლებს. 

„ჰაერის ტემპერატურა თბილისში ამაღამ 0, -1 გრადუსი, ხვალ ღამით კი, -1 დან -2  გრადუსამდე იქნება“,-აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.

რაც შეეხება რეგიონებს, მისი თქმით, 25 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი, ხვალიდან ნალექის ინტენსივობა იკლებს. 

„საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელდა ცივი და ნოტიო ჰაერის მასები.  დასავლეთ საქართველოში  დღეს  მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. ნალექი ყველა რაიონში არ არის მოსალოდნელი. ეს  ამინდი 25 ნოემბრის  ჩათვლით შენარჩუნდება,  შემდეგ კი დილიდან გამოიდარებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ხვალიდან ნალექის ინტენსივობა იკლებს“,-განაცხადა ნიორაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics