|
2017-11-23 15:27:08, 2835 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის სასამართლო მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, სააკაშვილის სარჩელს, 21 დეკემბერს განიხილავს
უკრაინის სასამართლო პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განკარგულების გაუქმებასთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სარჩელს, 21 დეკემბერს განიხილავს, - ამის შესახებ Interfax იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საქმე ეხება პეტრო პოროშენკოს განკარგულებას, რომლის საფუძველზეც ოდესის ყოფილ გუბერნატორს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. მედიის ცნობით, სასამართლო პროცესი 21 დეკემბერს ადგილობრივი დროით 15:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სარჩელი, წარმოებიდან მოხსნა. მედიის ცნობით, მოსამართლე ტატიანა შიპულინა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის საჩივარი უნდა განეხილა, უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოდან პეტრო პოროშენკოს განკარგულებით ახალ უზენაეს სასამართლოში გადადის სამუშაოდ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)