16:20 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 14:25:12, 2898 ნახვა

მსოფლიო
უკრაინული მედია: სააკაშვილის დეპორტაცია ახალ წლამდე მოხდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან ახალ წლამდე გააძევებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Strana ძალოვან უწყებებში სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, გადაწყვეტილება სააკაშვილის დეპორტაციის შესახებ უკვე მიღებულია.

"სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებისთვის მზადება სპეცოპერაციის ფორმატში მიმდინარეობს. ქართველების დეპორტაცია, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განხორციელდა, ამ მომზადების და ოპერაციის ნაწილია. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სააკაშვილის დეპორტაცია საქართველოში არ მოხდება. მას მესამე ქვეყანაში გააძევებენ. აღნიშნული მესამე ქვეყანა კი, სავარაუდოდ პოლონეთი იქნება. სწორედ პოლონეთიდან გადმოვიდა ის უკრაინაში 10 სექტემბერს", - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში მომუშავე წყარომ.

მისივე თქმით, ოპერაციაში მონაწილეობას ერთდროულად რამდენიმე ძალოვანი უწყება იღებს და ის უახლოეს კვირებში დასრულდება. წყარომ განმარტა, რომ სააკაშვილის დეპორტაციის მიზეზი შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტის მიერ უკრაინული კანონმდებლობის დარღვევა გახდეს, კერძოდ კი, ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენის ვადების დარღვევა.

Strana შესაბამის ძალოვან უწყებებს დაუკავშირდა, თუმცა პრესსამსახურში აღნიშნული ინფორმაცია არც დაადასტურეს და არც უარყვეს.

წყარო ასევე იმას აცხადებს, სააკაშვილის გუნდისთვის უკრაინიდან ქართველების დეპორტაცია ძლიერი დარტყმა იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics