|
2017-11-23 13:08:04, 3343 ნახვა
მსოფლიო
უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა (ვიდეო)
უკრაინელმა დეპუტატმა იგორ მოსიჩუკსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შორის ტელეარხ NewsOne-ის ეთერში დაპირისპირება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მედია საშუალების ინფორმაციით, დეპუტატმა მოსიჩუკმა სააკაშვილზე ყავარჯნით თავდასხმა სცადა. დეპუტატმა სააკაშვილს ჰკითხა - უჭერს თუ არა ის ნაციონალისტების ლიდერ სტეპან ბანდერას მხარს, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ „ის მხარს უკრაინას უჭერს". "ბანდერა ცოცხალი, რომ ყოფილიყო, ის პირველ რიგში კორუმპირებულ პირებს გაანადგურებდა", - დასძინა ყოფილმა პრეზიდენტმა. ამის შემდეგ, მოსიჩუკმა სააკაშვილი კორუფციაში დაადანაშაულა და მისკენ ყავარჯნით გაემართა. "თქვენ საქართველოში კორუფციით იყავით დაკავებული. თქვენ ასეთივე კორუფციონერი ხართ და ამის გამო თქვენ გდევნიან", - მიმართა დეპუტატმა სააკაშვილს და დასძინა, რომ მას არ აქვს უფლება უკრაინაში პოლიტიკით იყოს დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)