23:07 - 26 Jul, 2026
|
2017-11-22 16:54:54, 1906 ნახვა
საზოგადოება
კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, აფეთქებების შედეგად ხანძარი გაჩნდა
ბერი ანდრია სალოსის გამზირზე, ერთ-ერთ კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სროლისა და აფეთქებების შედეგად ხანძარი გაჩნდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ბერი ანდრია სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია უკვე 20 საათზე მეტია მიმდინარეობს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამართალდამცველების მიმართულებით ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნეს და ხელყუმბარები ისროლეს. სპეცოპერაციის დროს დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი, რომლის მგომარეობაც კრიტიკულია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ კიდევ რამდენიმე პირი დაიჭრა, თუმცა ეს ინფორმაცია ამ დროისთვის დადასტურებული არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)