|
2017-11-22 16:37:18, 1852 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორად დავით ფერაძე დაინიშნა
სს “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭომ, “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დავით ფერაძის კანდიდატურა დაამტკიცა. აღნიშნულ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დავით ფერაძე დღემდე იკავებდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდიში შპს “მტკვარი ჰესის” დირექტორის თანამდებობას. იგი გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის და ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტების ბაკალავრი, ასევე მას აქვს სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ფინანსებში. დავით ფერაძე 2004 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა “საქართველოს რკინიგზაში” სხვადასხვა პოზიციაზე Booz Allen Hamilton/USAID-ის პროექტის ფარგლებში. (R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)