|
2017-11-18 14:07:14, 2771 ნახვა
მსოფლიო
ბელგიის სასამართლომ პუჩდემონის ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება გადადო
ბელგიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის ქვეყნიდან ექსტრადირების საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღება გადადო, - ამის შესახებ Ria იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გუშინ გამართულ სასამართლო სხდომაზე გადაწყდა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მორიგი მოსმენა 4 დეკემბერს გაიმართება. ცნობისთვის, კარლეს პუჩდემონმა ესპანეთი ოქტომბრის ბოლოს დატოვა. ესპანეთის სასამართლომ მისი დაკავების ბრძანება 2 ნოემბერს გასცა. პუჩდემონთან ერთად ბელგიაში მთავრობის 4 ყოფილი წევრი იმყოფება. შეგახსენებთ, რომ გუშინ ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, თუ რა პირობებში მოუწევს პატიმრობაში ყოფნა კატალონიის ყოფილ მეთაურს კარლეს პუჩდემონს მადრიდში მისი ექსტრადიციის შემთხვევაში. ესპანური პენიტენციური სისტემის მოწყობის შესახებ კითხვის საპასუხოდ, ესპანეთის შს უწყებამ ბელგიას 15-გვერდიანი დოკუმენტი გაუგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)