22:03 - 27 Jul, 2026
|
2017-11-17 16:52:52, 2150 ნახვა
საზოგადოება
ხვალ ყველის ფესტივალი გაიმართება
11:00 საათზე, ვარდების მოედანზე, ყველის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე გახსნიან. ფესტივალში ყველის მწარმოებელი 50 კომპანია, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მიიღებენ მონაწილეობას. წარმოდგენილი იქნება, როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე, საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები. ფესტივალზე ყველის ოსტატების მიერ ნაჩვენები იქნება ყველის ამოყვანის მეთოდები. დამთვალიერებლები გაეცნობიან დამბალ ხაჭოს, მუჩლისა და ყველის სხვა სახეობების დამზადების პროცესს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ყველის დეგუსტაცია-გაყიდვა. (NS)
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
საია: სადამსჯელო რაზმების შექმნა აზრისა და გამოხატვის ჩახშობის ტენდენციის გაგრძელებაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)