16:36 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 16:05:12, 3026 ნახვა

სამართალი
გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა საპატიმრო დატოვა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის და აკადემიკოსის, გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა საპატიმრო დატოვა. მან სასჯელი სრულად მოიხადა.

გიორგი ბარათელი მკვლელობის ბრალდებით 2007 წელს დააკავეს. თავდაპირველად მან გურამ შარაძის მკვლელობა აღიარა, მოგვიანებით კი, ჩვენება შეცვალა და აცხადებდა, რომ დამნაშავე არ იყო. თუმცა, დღეს საპატიმროს დატოვების შემდეგ ბარათელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მკვლელობა მისი ჩადენილია.

“მე პირადად არავის არ ვადანაშაულებდი არანაირ ზეწოლაში. მე ვარ პატიმარი, ბრალდებული. გამოძიებასთან, პროკურატურასთან და ვისაც პაგონები აქვს, მე მაგ ხალხთან არ ვთანამშრომლობ“, - გიორგი ბარათელმა.

კითხვაზე - რა ინტერესი ჰქონდა ყოფილ მსჯავრდებულს აკადემიკოსთან, ბარათელმა განაცხადა, რომ "არანაირი". ამასთან,  ბარათელმა მკვლელობის მოტივზე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და დასძინა, რომ "ყველაფერი სასამართლო პროცესზე ითქვა".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics