05:47 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 16:01:11, 2216 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი „Hellenic Petroleum“-ის ხელმძღვანელებს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბალკანეთში უმსხვილესი ნავთობკონცერნის „Hellenic Petroleum“-ის ხელმძღვანელს გრიგორის სტერგიოულისს და კონცერნის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, აგრეთვე ბერძნული კონცერნის პარტნიორი „ვისოლ ჯგუფის“ ხელმძღვანელები. 

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბერძნულ მხარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ. 

სტუმართა მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეფორმებზე, რომელთა განხორციელებაც ენერგეტიკის სექტორშია დაგეგმილი. ასევე აღინიშნა ბერძნული კონცერნის დიდი ინტერესი საქართველოს ბაზრის მიმართ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, თანამშრომლობა საქართველოს მხარესთან სამომავლოდაც გაგრძელდება. 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics