|
2017-11-17 15:57:19, 1636 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 დეკემბრამდე დასრულდება
თბილისის მერი კახა კალაძე ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. კახა კალაძე თავდაპირველად, ბეჟანიშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება. როგორც თბილისის მერმა მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ აღნიშნა, გზის რეაბილიტაციის პროექტი დასასრულს უახლოვდება, რომლის ფარგლებშიც, მიწისქვეშა კომუნიკაციები და საკანალიზაციო სისტემა სრულად გამოიცვალა. „ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც გზის სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მანამდე, აქ ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ფაქტობრივად, სრულად არის შეცვლილი მიწისქვეშა კომუნიკაციები, საკანალიზაციო მილები, სანიაღვრე სისტემა და შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პროექტი უკვე დასასრულს უახლოვდება. დარჩა მხოლოდ გზის საფარის დაგება და როგორც ახლა მივიღეთ პირობა, სამუშაოები 5 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც არსებობს კონკრეტული რაიონები და ქუჩები, სადაც ამ მხრივ, პრობლემები კვლავ რჩება. „მომდევნო წლების განმავლობაში, აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეს პროექტები განხორციელდეს, კონკრეტულ რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს ცხოვრება შევუმსუბუქოთ და ჩვენი დედაქალაქის ქუჩები კეთილმოწყობილი იყოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. ბეჟანიშვილის ქუჩაზე დაზიანებული ქვაფენილის დემონტაჟი დასრულდა, სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე ახალი ტროტუარებიც მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც მერიის კონტრაქტორი კომპანია „ცეკური“ აწარმოებს, დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება. დღესვე, დედაქალაქის მერი დიდ დიღომში, ამერიკული სოფლის მიმდებარედ, ზურგოვანას დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც გაეცნო. ზურგოვანას დასახლების რეაბილიტაციის პროექტი სანიაღვრე ქსელისა და გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. დასახლებაში ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა და გზის ორფენიანი საფარი დაიგება. სამუშაოებს აღნიშნულ მისამართზე თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია, შპს „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს. გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება. (NS)
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
საია: სადამსჯელო რაზმების შექმნა აზრისა და გამოხატვის ჩახშობის ტენდენციის გაგრძელებაა
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)