|
2017-11-17 15:53:08, 2101 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კონსტიტუციური მიზანია, რაც სხვადასხვა მუხლში რამდენჯერმეა ხაზგასმული
კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ მოქალაქის კითხვაზე საპასუხოდ, კონსტიტუციაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ ჩანაწერებზე ისაუბრა. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლში რამდენჯერმეა ხაზგასმული. "რამდენიმე მუხლი უკავშირდება ტერიტორიული საკითხის აღდგენას. ის, რომ კონსტიტუციური მიზანია თავისთავად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს პირდაპირ ჩანს კონსტიტუციის რამდენიმე ჩანაწერიდან",-განაცხადა კობახიძემ. რაც შეეხება სტრატეგიული დოკუმენტისა და სტრატეგიული გეგმის გაწერას, მისი განმარტებით, ასეთი რამ კონსტიტუციით გათვალისწინებული ვერ იქნება: "კონსტიტუციაში არ დგინდება გარკვეული გეგმების შედგენის პროცედურა, წესი, ვადები და ა.შ. ზოგადად, მიზანი განსაზღვრულია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. გეგმა თვითონ კანონმდებლობის საქმეა და პრაქტიკის საქმეა. კონსტიტუცია ვერ დაავალებს სხვა ორგანოს, შეიმუშავოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია: "მე პირადად ძალიან აქტიურად ვარ ჩართული, ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატს ვიყენებთ იმისათვის, რომ ყველა შემთხვევაში ხაზი გავუსვათ იმ საკითხს, რასაც ჰქვია დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკა, ეს ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია",-განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)