|
2017-11-16 15:52:41, 1836 ნახვა
კომენტარი
რატიანი უმრავლესობას: ყველაფერი გააკეთეთ, რომ საზმაუს ნდობა საზოგადოებაში ნულს გაუტოლდეს
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის შეფასებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესახებ კანონში ცვლილებები ხელს უწყობს რისკების ზრდას, როგორც კორუფციის, ისე პროტექციის მიმართულებით. „შეუძლებელია, ერთ ხელში გეჭიროს ძალაუფლება და მეორე ხელში კონტროლის მექანიზმი და ეს იყოს პოპულარული. შეუძლებელია, მედიის მიმართ, რომელსაც აკონტროლებს ხელისუფლება, ნდობა იყოს მაღალი. თქვენ, პირველი წლების განმავლობაში, დაარბიეთ ის ბორდი, ფაქტობრივად გააუქმეთ ის ბორდი, რომელიც იყო, შეზღუდული კვოტა, რომელიც ჰქონდა ოპოზიციას, ისიც კი არ დაუშვით და კონკრეტული ადამიანები არ შეუშვით, რათა მეტი კონტროლი ყოფილიყო. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობა საზოგადოებაში გაუტოლდეს ნულს. ამ ფონზე ვხედავთ, რომ ცვლილებები ხელს უწყობს რისკების ზრდას, როგორც კორუფციის, ისე პროტექციის მიმართულებით“,-აღნიშნა სერგო რატიანმა. პარლამეტის პლენარულ სხდომაზე „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებზე, რომელიც გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი. ცვლილებით კანონში მითითებული იქნება, რომ იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მითითების, დავალების მიცემა, ასევე შეთანხმების დავალება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ტელერადიო და ვებპორტალის პროდუქციის/პროგრამაში დაგეგმილი ან შეტანილი ნებისმიერი სიახლის შესახებ ინფორმაცია, ან ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებას შეუძლია ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას კონკურენტულ გარემოში, მისი ეთერში გასვლამდე, არ იქნება საჯარო ინფორმაცია და მასზე არ გავრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი თავი. ამასთან, ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი. ცვლილებით საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნი წლის დასაწყისში დაემატება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები იქნება მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალის სპონსორობის განთავსება.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)