14:56 - 04 Jul, 2026
|
2017-11-16 09:06:21, 2123 ნახვა
მსოფლიო
დემოკრატი კონგრესმენები დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის ინიციატივით გამოვიდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატმა კონგრესმენებმა პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების შესახებ განაცხადეს, - ამის შესახებ ABC NEWS იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიტიკოსებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია უკვე გამართეს. ოპონენტებმა რესპუბლიკელი პრეზიდენტი ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევაში, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში, უცხოური სახელმწიფოებისგან სახსრების უკანონოდ მიღებასა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში დაადანაშაულეს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ტენესელი კონგრესმენი სტივ კოენია. ცნობისთვის, ბოლო პერიოდის განმავლობაში ტრამპის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცა. სხვადასხვა კვლევების თანახმად მას მოსახლეობის დაახლოებით 30 % უჭერს მხარს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)