|
2017-11-15 15:51:08, 2173 ნახვა
მსოფლიო
The Washington Post-მა ტრამპის მიერ ნათქვამი ტყუილები დათვალა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, 1 628 ტყუილი თქვა, - ამის შესახებ The Washington Post იუწყება, რომელმაც რესპუბლიკერი პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული მცდარი ფრაზები დათვალა. მედია საშუალების მონაცემებით, 14 ნოემბრის ჩათვლით, დონალდ ტრამპმა პოსტზე 298 დღე გაატარა, აქედან გამომდინარე, ის დღეში საშუალოდ 5,5 ტყუილს ამბობდა. ამასთან, ბოლო 35 დღის განმავლობაში ტრამპი ყოველდღიურად დაახლოებით 9 მცდარ განცხადებას აკეთებდა. The Washington Post-ი წერს, რომ თუ ტენდენცია შენარჩუნებდა, მიმდინარე წლის ბოლოს, ტრამპი 1 999 მცდარ განცხადებას გააკეთებს და პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ ანუ 4 წელიწადში მცდარი განცხადებების რაოდენობა 8 ათასამდე ავა. გამოცემა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ხშირად იყენებს გამოთქმას fake news (ყალბი ცნობები), თუმცა სიტყვით გამოსვლის დროს თავადაც უშვებს შეცდომებს. მედიის ცნობით, ტრამპი ყველაზე ხშირად იტყუება, როდესაც ქვეყანაში უმუშევრობაზე, ამერიკული ფონდის ბაზარზე და ჯანდაცვის პროგრამა Obamacare-ზე საუბრობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)