|
2017-11-14 12:30:57, 1776 ნახვა
საზოგადოება
ჯეიმს მატისმა ქართველ ხალხს გიორგობის მოახლოებული დღესასწაული მიულოცა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა ქართველ ხალხს გიორგობა პენტაგონში გამართული შეხვედრის დროს მიულოცა. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა სწორედ პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან გაიმართა. კოლეგებმა დელეგაციების დონეზე გამართული შეხვედრის დასაწყისში ოფიციალური განცხადებები გააკეთეს, რის შემდეგაც მათ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. „ჩვენი შეხვედრა იმართება ამ კვირაში, როდესაც ორივე ქვეყანა მნიშვნელოვანი დღესასწაულების სამზადისშია - მომავალი კვირის ხუთშაბათს საქართველოში წმინდა გიორგის დღე აღინიშნება, ხოლო ამერიკაში მადლიერების დღეს ვზეიმობთ. თქვენს ერს ბედნიერ გიორგობას ვუსურვებ - ქართველი ერის მფარველი წმინდანის დღესასწაულს“, - განაცხადა ჯეიმს მატისმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)