|
2017-11-14 11:35:27, 1935 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: ფინანსთა სამინისტროში მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ყველა რეფორმა გაგრძელდება
2017 წლის 14 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძემ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილეებს შეხვდა და მათგან სამინისტროს სისტემაში დღეისთვის არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროში მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ყველა რეფორმა გაგრძელდება. „ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. დღეს ჩემთვის პირველი სამუშაო დღეა. ჩვენ ჩამოვყალიბდით იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც შესასრულებელი გვაქვს მიმდინარე წლის ბოლომდე. როგორც მოგეხსენებათ, იგეგმება მიმდინარე წლის ბიუჯეტის დაკორექტირება, ასევე, მოსამზადებელია 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე ხდება აქცენტების გაკეთება. როგორც აღვნიშნე, მიდგომებში მთავარი ფოკუსი გაკეთდება იმაზე, რომ ნაკლები ბიუროკრატიით შევძლოთ მუშაობის ეფექტურობის გაზრდა და ვფიქრობ, რომ ფინანსთა სამინისტრო ამ მიმართულებით იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. აღსანიშნავია, რომ გუშინ შედგა შეხვედრა პირველ ვიცე-პრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე და მათი გაგრძელების თაობაზე. განიხილეს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამის წარმატებით გაგრძელების აუცილებლობის შესახებ. (NS)
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)