18:53 - 26 Jul, 2026
|
2017-11-14 11:06:24, 2016 ნახვა
საზოგადოება
ბავშვთა გრძელვადიანი პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარებისთვის მემორანდუმი გაფორმდა
ბავშვთა გრძელვადიანი პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს, ჩეხეთის განვითარების ფონდსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა, ჩეხეთის განვითარების ფონდის დირექტორმა, პაველ ფრელიჩმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერმა, ზურაბ ორჯონიკიძემ მოაწერეს. პროექტი მაღალი სტანდარტების პალიატიური მზრუნველობის ცენტრის მშენებლობას და მისი შესაბამისი რესურსით აღჭურვას ისახავს მიზნად. პალიატიური მოვლა იმ პაციენტებზე მრავალპროფილიან მზრუნველობასა და ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას გულისხმობს, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)