|
2017-11-13 17:47:52, 2100 ნახვა
პოლიტიკა
აბრეშუმის გზის ფორუმზე, ერთ-ერთი პანელის მოდერატორი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იქნება
28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის (CAREC 2030: Connecting the Region for Shared and Sustainable Development) მოდერატორი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი უენჩაი ჟანგი იქნება. ის, ასევე სპიკერი იქნება პანელებზე „მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის" და „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა". ვენჩაი ჟანგმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 2013 წელს დაიკავა. იგი პასუხისმგებელია სამხრეთ აზიის დეპარტამენტსა და ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტებში განხორციელებულ საქმიანობაზე. აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე, ჟანგი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი. 2004 წლიდან უენჩაი ჟანგი იყო ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე, სადაც სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებთან მუშაობდა, მათ შორისაა: საერთაშორისო ფორუმი G20, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია (ASEAN + 3) და აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა. 2007-2009 წლებში იგი იყო აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე, ბიუჯეტის განხილვის კომიტეტის თავმჯდომარე და ეფექტური განვითარებისა და ეთიკის კომიტეტების დირექტორთა საბჭოს წევრი. 1993-1996 წლებში ჟანგი ჩინეთის აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად მუშაობდა მსოფლიო ბანკში. 1989 წლიდან იგი იკავებდა წამყვან თანამდებობებს ჩინეთის ფინანსთა სამინისტროში, მუშაობდა სესხის პროგრამების, ტექნიკური დახმარების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ზედამხედველობით საკითხებზე. ჟანგი ფლობს ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის დოქტორის ხარისხს ფინანსებში და ნანკაის უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხებს საერთაშორისო ეკონომიკაში. (NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)