|
2017-11-13 12:16:26, 2146 ნახვა
პოლიტიკა
თადუმაძე: კანონპროექტის მიღების შემდეგ, უწყებების შერწყმა-გაერთიანება მოხდება
მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განცხადებით, მთავრობა საკანონმდებლო ცვლილებების და ახალი ნდობის მოპოვება-წარდგენამდე ჩვეულ რეჟიმში განახორციელებს საქმიანობას. როგორც მან აღნიშნა, პირველ რიგში ის საკადრო ცვლილებები განხორციელდება, რომელიც საკანონმდებლო უზრუნველყოფას არ საჭიროებს. თადუმაძის განმარტებით, მთავრობას უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარედგინება, შემდეგ კი, ის განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება. „მთავრობის სხდომას უახლოეს მომავალში წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი და ის პარლამენტს განსახილველად გაეგზავნება. საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის მიღების შემდეგ უწყებების შერწყმა-გაერთიანება განხორციელდება. ამის შემდეგ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაინიშნება და პრემიერი მთავრობის ახალი შემადგენლობით პარლამენტის ნდობის განსაახლებლად პარლამენტის მოსმენებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შემდეგ გაერთიანებულ სამინისტროებში კანონით დადგენილი წესით ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის პროცესი განხორციელდება“, - განაცხადა თადუმაძემ. თუ რა თანამდებობებს დაიკავებენ განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, თადუმაძემ აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მისი პრეროგატივა არაა. თადუმაძე ვარაუდობს, რომ ახალ მთავრობას პარლამენტი ნდობას 2018 წლამდე გამოუცხადებს.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)