|
2017-11-13 11:08:56, 2171 ნახვა
პოლიტიკა
ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო უერთდება - უწყებას დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელბს
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე ქვეყნის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. „ჩვენ ხელისუფლების პირობებში ჩატარებული მორიგი დემოკრატიული არჩევნები, გამოცხადებული უდიდესი ნდობა გვანიჭებს მანდატს, შეუქცევადად გავაგრძელოთ ჩვენს მიერ აღებული კურსი, მეტიც განვახორციელოთ ცვლილებები, რომელიც ემსახურება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას. ამისთვის ვგეგმავთ მთელ რიგ ცვლილებებს. ეს ცვლილებები მოემსახურება მეთ პროგრესს. ასევე ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას“,-აღნიშნა პრემიერმა. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)