|
2017-11-10 18:12:30, 2267 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ლიპარტია: ვაპირებ, განვახორციელო ყველა ის პროექტი, რაც ბორჯომის საკეთილდღეოდ არის მიმართული
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია მმართველ გუნდსა და ადგილობრივ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. როგორც ლიპარტიამ ბორჯომელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, გამარჯვების შემთხვევაში, ყველა იმ პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელიც ბორჯომის საკეთილდღეოდ არის მიმართული. „პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს ნდობისთვის, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და ბორჯომში მერობის კანდიდატად წარმადგინა. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია. ვაპირებ, განვახორციელო ყველა ის პროექტი და მიმართულება, რაც ბორჯომის საკეთილდღეოდ არის მიმართული. გარწმუნებთ, რომ ოთხი წლის შემდეგ, ბორჯომი ბევრად უფრო ლამაზი და განვითარებული იქნება“, - განაცხადა ლევან ლიპარტიამ. მერობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას 12 ნოემბერს, არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. ლევალ ლიპარტიას მხარდამჭერ შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ. (NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)