06:40 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 17:04:49, 1969 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ევროკომისიამ საკონსტიტუციო რეფორმას მაღალი შეფასება მისცა

„განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია ის, რომ დადებითად შეფასდა საკონსტიტუციო რეფორმა და ხაზი გაესვა, რომ ეს რეფორმა ეფუძნებოდა ისეთ პრინციპებს, როგორიცაა დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ეს არის ძალიან მაღალი შეფასება",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ  საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშს.

„მოხარული ვართ, რომ პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა ევროკავშირმა, სხვადასხვა მიმართულებით. სხვადასხვა მიმართულებაზეა აქ ყურადღება გამახვილებული, აღნიშნულია ის წინსვლა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, როგორც დემოკრატიული განვითარების, ასევე, ეკონომიკური განვითარების კუთხით. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია ის, რომ დადებითად შეფასდა ჩვენი საკონსტიტუციო რეფორმა და ხაზი გაესვა იმას, რომ ეს რეფორმა ეფუძნებოდა ისეთ პრინციპებს, როგორიცაა დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ეს არის ძალიან მაღალი შეფასება და ეს მაღალი შეფასება არის იმის დამსახურება, რომ ჩვენ ძალიან ხარისხიანი დოკუმენტი შევქმენით, ისეთი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას და თავიდან აგვაცილებს ავტოკრატიის ნებისმიერ საფრთხეს გრძელვადიან პერსპექტივაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics