17:23 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 15:16:51, 2880 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივი ახალ სტუდენტურ სამეცნიერო-კვლევით პროექტს იწყებს

მეცნიერების საერთაშორისო დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი კიდევ ერთი სამეცნიერო პროექტით აღნიშნავს.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ეროვნული არქივი იწყებს სტუდენტურ სამეცნიერო-კვლევით პროექტს საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე.

პროექტის მიზანია სტუდენტებმა განივითარონ სამეცნიერო კვლევის ჩვევები, დაეუფლონ საარქივო დოკუმენტებთან მუშაობის უნარებს და დაწერონ სამეცნიერო სტატია საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემატიკაზე. პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს.

ინფორმაცია მონაწილეობის პირობებისა და ვადების შესახებ იხილეთ ბმულზე: http://archives.gov.ge/ge/page/erovnuli-arqiviaxal-studentur-samecniero-kvlevit-proeqts-iwyebs

პროექტის დასრულების შემდეგ ეროვნული არქივი ორ გამარჯვებულ სტუდენტს დააჯილდოვებს. გამარჯვებულები წარადგენენ საკუთარ ნაშრომებს, რომლებიც ელექტრონული ან ბეჭდური სახით გამოქვეყნდება.

მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის (10 ნოემბერი) გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) 2001 წელს დააწესა და ყოველწიურად აღინიშნება. ბოლო რამდენიმე წელია ამ თარიღის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული არქივიც უერთდება.

 

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics