|
2017-11-08 13:31:55, 1912 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: რეფორმებს, რომელიც საქართველომ პოლიციის და უსაფრთხოების სფეროში გაატარა, დასავლეთი დადებითად აფასებს
„რეფორმებს, რომელიც საქართველომ პოლიციის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში გაატარა, დასავლური ინსტიტუტები დადებითად აფასებენ“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „საქართველოს პოლიციის საქმიანობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ყოველწლიურ ანგარიშში მაღალი რეიტინგით არის შეფასებული - 2017 წელს, 2012 წელთან შედარებით, საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მაჩვენებელი 37 პოზიციით გაუმჯობესდა და ქვეყანამ 75-დან 38-ე ადგილზე გადაინაცვლა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში საქართველოში დანაშაულისა და ძალადობის გამო ბიზნესისთვის მიყენებული ფინანსური ზარალიც დაბალია და საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 26 პოზიციით დაწინაურდა. ვულოცავ თითოეულ პოლიციელს ამ წარმატებას! თქვენ ემსახურებით საქართველოს!“,-აცხადებს თალაკვაძე.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)