02:11 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 10:35:13, 2077 ნახვა

ეკონომიკა
Spotlight სტარტაპერისთვის

Spotlight წელს განახლებული ფორმატით გაიმართა და ის მთლიანად სტარტაპებსა და სტარტაპერების თემას დაეთმო.

წლევანდელი spotlight-ის მეგობარი თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი" გახდა და მის მიზანს დამწყები ბიზნესების წახალისება და იდეებისა და ინფორმაციის გაცვლით სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ერთი დღის განმავლობაში, დღის პირველ ნახევარში  პარალელურად მიმდინარე პანელ დისკუსიებითა და დღის მეორე ნახევარში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა 15 წუთიანი ინსპირაციული გამოსვლებით, სტარტაპერებმა არაერთი  სასარგებლო რჩევა მიიღეს და კონკრეტული მაგალითებით სპიკერების გამოცდილება გაიზიარეს.

წლევანდელ Spotlight-ს  500-მდე სტუმარი დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობას 30 სპიკერი იღებდა სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის კერძო და სახელმწიფო სექტორიდან.

სპიკერებს შორის იყვნენ: დათო გოგიჩაიშვილი, ლევან ბახია,  გიორგი პოპიაშვილი, ლევან გიორგაძე, ქეთა ლომიძე, ვახო ვახტანგიშვილი, ანდრო დგებუაძე, შოთა ჩინჩალაძე, ალექსი ჩიქოვანი, თეკუნა გაჩეჩილაძე, მედეა ტაბატაძე...

Spotlight Marketer.ge-ს ინიციატივით 2013 წლიდან იმართება და ის ყველაზე მასშტაბურ მარკეტინგულ ღონისძიებას წარმოადგენს რეგიონში.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics