11:49 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 13:34:19, 2496 ნახვა

მსოფლიო
ვიეტნამში, ტაიფუნის შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა

ვიეტნამში, ტაიფუნის გამო 47 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Việt Nam News იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად კიდევ 22 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

მედიის ცნობით, ტაიფუნი ვიეტნამს შაბათს დაატყდა თავს. მისი სიჩქარე საათში 90 კილომეტრია. ტაიფუნმა ათასობით სახლს სახურავი ახადა. სტიქიის გამო მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც გამოცემა წერს, საერთო ჯამში ათასზე მეტი სახლი მთლიანად განადგურდა.

ცნობისთვის, ვიეტნამში აზია-წყნარი ოკეანის სამიტი უნდა ჩატარდეს, რომელსაც ქვეყნების პირველი პირები დაესწრებიან, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერი დონალდ ტრამპი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics