12:53 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 09:37:17, 1866 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტეხასის შტატში Sutherland Springs-ის ეკლესიაში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს.

„ვიზიარებთ ტეხასის შტატში, Sutherland Springs-ის ეკლესიაში მომხდარი მასობრივი მკვლელობისას დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ამერიკელი ხალხის ტკივილს", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში".

ამერიკის შტატ ტეხასში სროლის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი ბაპტისტურ ეკლესიაში შევიდა და ცეცხლი გახსნა. შემთხვევა საზერლენდ სპრინგსში გუშინ,  ადგილობრივი დროით 11:30 საათზე მოხდა.

მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად კიდევ 25-მდე ადამიანი დაშავდა. 

როგორც BBC წერს, თავდამსხმელია ლიკვიდირებულია. ჯერ უცნობია თუ რა გახდა თავდასხმის მოტივი. შემთხვევის ადგილზე სამართალადამცველები და მედიკოსები არიან მობილიზებულები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics