12:53 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-05 16:23:49, 1941 ნახვა

საზოგადოება
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს დუშეთში ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს დაესწრო, სადაც  ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ატაცში საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი 2017 წელს ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე დაამყარა, როცა ატაცში 217 კილოგრამი დაძლია, დღეს კი რეკორდი გააუმჯობესა და ატაცში 220 კილოგრამი დაძლია.

ლაშა ტალახაძემ აკვრაში 254 კილოგრამი დაძლია, რაც ატაცთან ჯამში, ორჭიდში მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს და რომლითაც ლაშა ტალახაძემ ასევე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

ქართველმა ძალოსანმა დღეს საქართველოს ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა.

გიორგი მარგველაშვილმა ლაშა ტალახაძეს გამარჯვება პირადად მიულოცა, ჯილდო გადასცა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics