|
2017-11-05 10:59:31, 1878 ნახვა
საზოგადოება
მომდევნო დღეებში საქართველოს მასშტაბით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდებია მოსალოდნელი
8 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს +19 გრადუსი სითბო იქნება, 6 ნოემბერს ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, +22 გრადუსი და ზოგან ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი 7 ნოემბერს, ხოლო 8 ნოემბერს +20 გრადუსი და ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. დღეს დედაქალაქ თბილისში +6 გრადუსი სითბო ფიქსირდება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 6 ნოემბერს +17 გრადუსი სითბო და უნალექო ამინდი იქნება, 7 ნოემბერს ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, შესაძლებელია მცირე წვიმა, 8 ნოემბერს +17 გრადუსი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დასავლეთ საქართველოს ბარში 5 ნოემბერს +21 გრადუსი სითბო იქნება, 6 ნოემბერს ტემპერატურა +24 გრადუსამდე მიაღწევს, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 7-8 ნოემბერს +21 გრადუსი და ზოგან წვიმაა მოსალონდელი. მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც თბილისი და უმეტესად უნალექო ამინდებია ნავარაუდევი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)