|
2017-11-03 18:02:17, 2501 ნახვა
პოლიტიკა
ავსტრიის ელჩი იუსტიციის სამინისტროს მიერ 2013-2017 წლებში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო
იუსტიციის მინისტრი დიპლომატიური კორპუსისათვის უწყების მიერ ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გაცნობას განაგრძობს. თეა წულუკიანი დღეს ავსტრიის ელჩ არად ბენკოს შეხვდა და მას იმ საქმიანობაზე ესაუბრა, რასაც უწყება სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ესწრებოდა. იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო თუ სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით გატარებულ რეფორმებზე; ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ებში განხორციელებულ რეფორმებზეც. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ავსტრიელ პაციფისტსა და ნობელის პრემიის პირველ ქალ ლაურეატ ბერტა ფონ ზუტნერს, რომელიც 1870-იან წლებში საქართველოში ცხოვრობდა და განხილულ იქნა ამ საკითხზე ეროვნული არქივისა და ავსტრიის საელჩოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. ელჩებთან სამუშაო შეხვედრები იუსტიციის მინისტრმა მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დაიწყო. თეა წულუკიანი ევროკავშირს, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, აზიის ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების მეორე პირებს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში შეხვდა და მათ იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმებისა და 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ყველაზე მსხვილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა. თეა წულუკიანი დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებს და მათთვის იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის გაცნობას მომავალშიც გეგმავს. უკვე ჩანიშნულია შეხვედრები იტალიის, შვედეთის, გერმანიის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, ჩეხეთის ელჩებთან. (NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)