12:40 - 26 Jul, 2026
|
2017-11-02 21:00:04, 2165 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდი-სენაკის მაგისტრალზე კიდევ ერთი საგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
ზუგდიდი-სენაკის ცენტრალუ მაგისტრალზე კიდევ ერთი საგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მოპედი გაჩერებულ სატვირთოს დაეჯახა. მოპედის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გამოიწვია. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცნობისთვის, ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალში ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნით ადრეც მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ზუგდიდის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)