|
2017-11-01 20:44:27, 1875 ნახვა
საზოგადოება
ცესკომ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა. „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 1691 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური გაიმართოს 2017 წლის 12 ნოემბერს. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე“, - ნათქვამია განკარგულებაში. განკარგულებას ხელს აწერენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)