22:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-24 15:53:32, 1997 ნახვა

ეკონომიკა
მაიკლ პრიტჩარდი: ბრიტანეთი საქართველოში ინვესტიციების გაზრდით დაინტერესებულია

ვაჭრობის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს  სპეციალური წარმომადგენლის მაიკლ პრიტჩარდის გაცხადებით, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება ორივე ქვეყნის მთავრობებისათვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

"კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ერთად წარმატების მიღწევა,  ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს", - აღნიშნა მაიკლ პრიტჩარდმა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობის მიზნით,  ლონდონში, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გამართული ღონისძიების შემდეგ.

მაიკლ პრიტჩარდის შეფასებით, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდის თვალსაზრისით  უზარმაზარი პოტენციალია არსებობს და ბრიტანეთის მთავრობა დაინტერესებულია ინვესტიციების განხორციელებით სხვადასხვა სექტორებში: „გაერთიანებული სამეფოს მთავრობა დაინტერესებულია ინფრასტრუქტურის, განათლების, გარემოს დაცვის და საცალო ვაჭრობის  სფეროებით, ასევე საინტერესოა საფინანსო, საბანკო და საპენსიო სერვისები. ჩვენ დღეს ვიმყოფებით მანსონ ჰაუსში, ლონდონის ცენტრში, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს და როცა ვსაუბრობთ პენსიებზე, ბანკებსა და ფინანსურ მომსახურებაზე  გაერთიანებული სამეფო წარმოადგენს საუკეთესო პარტნიორს ამ მიმართულებებით".

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ბრიტანული საინვესტიციო, ენერგეტიკული და ფინანსური წრეების წარმომადგენლებისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობის მიზნით გამართული ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ლონდონის სითის ლორდ მერმა ენდრიუ პარმლიმ და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარაო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics