23:38 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-03 10:22:21, 463 ნახვა

საზოგადოება
შსს–ს საინფორმაციო–საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში თბილისის N60 საჯარო სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, თბილისის N60 საჯარო სკოლაში უფროსკლასელებთან შეხვედრა ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი მამუკა ჭელიძე, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტექნოლოგიების, კვლევის და დანერგვის განყოფილების უფროსი ივანე კაციტაძე და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ეკა კენჭაძე. შეხვედრის მიზანი იყო მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია.

შსს-ს წარმომადგენლები მოსწავლეებს ესაუბრნენ ორგანიზებული დანაშაულის ფორმებზე, როგორიცაა: ქურდული სამყაროს წევრობა, ტრეფიკინგი, კიბერდანაშაული და მისი პრევენცია. შეხვედრაზე მოზარდებმა მონაწილეობა მიიღეს როლურ თამაშში, რომლის თემა იყო დანაშაულის გამოძიება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შსს-ს წარმომადგენლებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ,  შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 1 მაისიდან იწყებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და კანონით გათვალისწინებული, მოქალაქეების უფლების შესახებ, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით.

კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ განხორციელდება როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებში. უფროსკლასელთათვის ექსკურსიები მოეწყობა შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, კერძოდ, მომსახურების სააგენტოში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, სასაზღვრო პოლიციაში, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრში, შსს-ს აკადემიაში. სკოლებში შეხვედრებს გამართავენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. შეხვედრების თემა იქნება საგზაო უსაფრთხოების საკითხები და ორგანიზებული დანაშაულის ფორმები.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics