|
2017-10-22 14:31:17, 2109 ნახვა
პოლიტიკა
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით პროპორციულ ნაწილში „ქართული ოცნება“ ლიდერობს
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს მასშტაბით არსებული 3 644 საარჩევნო უბნიდან 3 265 უბანზე ამომრჩეველთა ხმები უკვე დაითვალა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 3 265 უბანზე პროპორციულ ნაწილში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 55,54% მოიპოვა. მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 17,14%-ით, მესამე ადგილს კი, 10,48%-ით „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“ იკავებს. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 6,46%; „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 3.3%; „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ – 2.6%; „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“ – 1.28%; „რესპუბლიკური პარტია“ – 0.78%; „შენების მოძრაობა“ – 0.73%; „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ – 0.61%. დანარჩენმა პარტიებმა ხმათა კიდევ უფრო მინიმალური რაოდენობა მოაგროვეს.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)