|
2017-10-21 22:33:28, 1982 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი: საარჩევნო უბნებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრების გამოძევება დაიწყო
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებიდან მასიურად დაიწყო პარტიის კომისიის წევრების გამოძევება. როგორც ბეჟაშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ და ცესკოს საარჩევნო ადმინისტრაციას დავალება აქვს მიღებული, რომ ის შედეგები მიიღოს, რომელიც ეგზიტპოლის სახით გამოქვეყნდა. „გვინდა მოგაწოდოთ საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ მიმდინარე დარღვევებთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია. თქვენ იცით, რომ ეგზიტპოლის შედეგების მიუხედავად მთავარი ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრებისათვის არის არა ეგზიტპოლის შეგედების, არამედ უბანში არსებული შედეგების დაცვა. პირველადი ინფორმაციის შესაბამისად მასიურად დაიწყო საუბნო საარჩევნო კომისიებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრების დამკვირვებლების გამოძევება ნებისმიერი საბაბით, ნებისმიერი მიზეზით, რომ ადამიანებმა ვინც შეიძლება მიიღონ ხმების შეჯამების დროს ობიექტურ პროცედურებში ყველა ამ ადამიანის გამოძევება ხდება საარჩევნო უბნებიდან. კერძოდ, მთაწმინდის მეოთხე უბნიდან გამოაძევეს დამკვირვებელი მანანა ბობოხიძე, საბურთალოზე, ნომერ 73-ე უბნიდან გამოაძევეს რუსუდან პაპიაშვილი, ისნის ნომერ 38-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში უცხო ქვეყანაში მყოფი პირის პასპორტით მიაცემინეს ხმა, რასაც მოჰყვა დამკვირვებლის დაწერილი საჩივარი და ამ საჩივრის გამო გამოაძევეს ჩვენი დამკვირვებელი. ის ამ წუთამდე არ არის აღდგენილი კომისიაში. ფოთის 31-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში ნაციონალური მოძრაობის საჩივარი დახია თავმჯდომარემ. მთაწმინდის 36-ე უბანზე ასევე 8 საათის შემდეგ პროცესი შეჩერებულია და ელოდებიან საოლქო საარჩევნო კომისიიდან მითითებას. შეგახსენებთ, რომ ამ პროცესის შეჩერება ხდება იმიტომ რომ მაქსიმალურად დაელოდონ სხვა უბნის შედეგებს. მარტვილის 21-ე უბნიდან გამოაძევეს დამკვირვებელი ნოდარ წოწორია. ყველა ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ და ცესკოს საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს დავალება მიღებული, რომ მიიღოს ის შედეგები, რომელიც ეგზიტპოლის სახით გამოქვეყნდა“,-განაცხადა ბეჟაშვილმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)