02:37 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 22:27:52, 1985 ნახვა

პოლიტიკა
ეგზიტპოლის საბოლოო შედეგებით, ქუთაისში „ოცნების“ კანდიდატმა 52%, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა კი, 26% მიიღო

„ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლების საბოლოო მონაცემები ქუთაისის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით ცნობილია.

პირველ ადგილზე "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარიაა 52%-ით, "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი, 26% მიიღო.

ეგზიტპოლების მიხედვით, მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით გოგისვანიძე 8%-ით. "დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატმა, გიორგი წულაიამ - 7% დააგროვა, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა გრიგოლ ბახტაძემ 3%, "ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატმა სამსონ გუგავამ 2%.

რაც შეეხება პარტიებს, ეგზიტპოლის ბოლო მონაცემებით ქუთაისში "ქართული ოცნება ლიდერობს. პარტიას ამომრჩეველთა 53%-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა - 22%-ით, მესამე ადგილს "ევროპული საქართველო იკავებს. პარტიამ 10% დააგროვა, ხოლო "დემოკრატიულ მოძრაობას" ამომრჩეველთა 3%-მა დაუჭირა მხარი. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics