|
2017-10-21 21:51:02, 2180 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო: არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა
არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია,-ასე აფასებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესს. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, გამოვლინდა მხოლოდ ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევები, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისი რეაგირება ექნება. „რაც მთავარია, ამომრჩეველს თავისუფლად შეეძლო მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ. ცესკოს ბოლო მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 1 570 500 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი აერჩიათ. არჩევნები საერთო ჯამში 3634 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, მათ შორის, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. არჩევნებს დააკვირდა საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებს 4 820 ჟურნალისტი.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)