|
2017-10-21 20:05:24, 2540 ნახვა
პოლიტიკა
„ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის შედეგებით, თბილისის მერობის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს
ეგზიტპოლის მონაცემებით, თბილისის მერობის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს კვლევის თანახმად, 18:00 საათის მონაცემებით, თბილისის მერობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე 54% ლიდერობს. ეგზიტპოლის თანახმად, მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი 15%; ხოლო მესამე ადგილს იკავებს დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი - 14%. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს: „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ელენე ხოშტარია 7%; „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ირმა ინაშვილი 3%; „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ კახა კუკავა 3%; „ახალი საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ვაშაძე 2%; „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატი გიორგი გუგავა 1%; „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ეგზიტპოლი ამერიკულმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა“ ჩაატარა. პირველადი მონაცემებით, მეორე ტური არ გაიმართება.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)