|
2017-10-21 17:27:39, 1857 ნახვა
პოლიტიკა
ბიბილაშვილი: ბოლნისის მეოცე უბანზე რამდენიმე პირმა ხმა მარკირების გარეშე მისცა
„არჩევნებზე აქამდე არსებულ პრობლემებს ე.წ. კარუსლეის რამდენიმე ფაქტი დაემატა და ამგვარი ფაქტები კიდევ უფრო მატულობს“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბიბილაშვილმა აღნიშნა, ხელისფლება გამარჯვებისთვის ე.წ. კარუსელებს ატრიალებს. „წინა ბრიფინგზე მოგახსენეთ და წარმოგიდგინეთ ბიულეტენის გამოტანის და გადაცემის ფაქტი დამადასტურებელი მასალა. ეს არის პრაქტიკულად უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება ე.წ. კარუსელებს ატრიალებს. ამგვარი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მატულობს. მინდა მოგახსენოთ ინფორმაცია სამი დამატებითი ფაქტის შესახებ. პირველი ფიქსირდება ბოლნისის მეოცე უბანზე. ამ უბანზე შევიდნენ პირები, რომელთაც არ ჰქონდათ მარკირება და რამდენიმე პირმა მოახერხა ხმის მიცემა. მათ მოაწერეს ხელი სხვა პირების ნაცვლად და შემდგომ ასევე გავიდნენ უბანზე და სავარაუდოდ, მათ მიერ დაფიქსირდება ხმის მიცემა სხვა უბნებზეც. ამის შემდეგ როგორც კი ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი, ეს საჩივარი პირადად კომისიის თავმჯდომარემ დახია და არ მიიღო. კომისიის თავმჯდომარეს სახელს ვერ მოგახსენებთ, გვარი არის გასანოვი. ეს არის პიროვნება, რომელმაც საჩივარი დახია იმის ნაცვლად, რომ ის მიეღო და განეხილა. ე.წ. კარუსელის ფაქტები ასევე დასტურდება ვარკეთილის მესამე მიკრორაინში 59-ე უბანზე. იქაც საუბარია იმაზე, როდესაც ორმა პირმა ხმა მისცა მარკირების გარეშე, ხოლო მოგვიანებით სულ ცოტა ხანში უბანზე გამოცხადდა სამი, საბედნიეროდ ამ შემთხვევაში მოხდა დანაშაულის პრევენცია და ეს სამი პირი ჩვენ წარმომადგენლებმა არ შეუშვეს უბანზე. ანალოგიურად ვაკეში გრძელდება პრობლემები“,-განაცხადა ბიბილაშვილმა და დასძინა, რომ საჩივრების რაოდენობა ნახევარი საათის წინ 300-ს აღემატებოდა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)